შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში 19-წლამდე ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა. შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B ლიგაში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც ზურაბ ხიზანიშვილის ნაკრები - ბოსნია-ჰერცეგოვინას, დანიას და სან მარინოს დაუპირისპირდება.
B ლიგის მეორე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, 19-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდში განაგრძობს ასპარეზობას. ნოემბერში გასამართი ჯგუფის მატჩების მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.