Apple TV
| Apple TV 4K (3rd Generation, 2022) with Siri Remote (cropped).jpg | |
|---|---|
|
| |
| შემქმნელი | Apple |
| მწარმოებელი | |
| ტიპი |
ციფრული მედია-პლეიერი მიკროკონსოლი |
| გამოშვების თარიღი |
|
| თავდაპირველი ფასი | |
| ონლაინ სერვისები |
8,000 აპლიკაცია, მათ შორის 2,000 თამაში და 1,600 ვიდეო აპლიკაცია (2016 წლის 27 ოქტომბრის მონაცემებით)[4] |
| საიტი | appletv.com |
Apple TV — ციფრული მედია-პლეიერი და მიკროკონსოლი, რომელიც Apple-მა შექმნა 2007 წელს. ის პატარა ქსელური მოწყობილობაა, რომელიც მიღებულ მედიამონაცემებს (როგორიცაა ვიდეო და აუდიო) ტელევიზორზე ან გარე ეკრანზე აგზავნის. მისი მედიასერვისები მოიცავს სტრიმინგ მედიას, TV Everywhere-ის სერვისებს, ლოკალურ მედია წყაროებს, სპორტულ ჟურნალისტიკასა და ტრანსლაციებს.
მეორე თაობის და შემდგომი მოდელები მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებენ, თუკი ისინი HDMI-ის საშუალებით დაკავშირებული არიან გაუმჯობესებული ან მაღალი გარჩევადობის ფართოეკრანიან ტელევიზორთან. მეოთხე თაობიდან მოყოლებული, Apple TV მუშაობს tvOS-ზე, რომელშიც მრავალი წინასწარ დაინსტალირებული აპლიკაციაა. 2019 წლის ნოემბერში Apple-მა გამოუშვა Apple TV+ და Apple TV აპლიკაცია.
Apple TV-ს არ აქვს ინტეგრირებული მართვის საშუალებები და მისი კონტროლი მხოლოდ დისტანციურად არის შესაძლებელი: Siri Remote-ის, iPhone-ის ან iPad-ის, Apple Remote-ის ან მესამე მხარის ინფრაწითელი პულტების მეშვეობით, რომლებიც მეოთხე თაობის Consumer Electronics Control-ის (ქართ. სამომხმარებლო ელექტრონიკის კონტროლი) სტანდარტს შეესაბამება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1-ლი თაობა
- 2-ლი თაობა
- 3-ლი თაობა
- HD (ორიგინალი 4-ე თაობა)
- 4K (1-ლი თაობა)
- 4K (2-ე თაობა)
- 4K (3-ე თაობა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Apple TV“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Apple TV. Apple Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 14, 2007. ციტირების თარიღი: მაისი 30, 2025.
- ↑ Differences Between Apple TV 2 and Apple TV 3: EveryMac.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 3, 2018. ციტირების თარიღი: 2018-08-18
- ↑ Apple TV – Tech Specs – Apple. Apple. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 4, 2015. ციტირების თარიღი: November 4, 2015
- ↑ Apple unveils new TV app for Apple TV, iPhone and iPad. Apple Inc. (October 27, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 6, 2017. ციტირების თარიღი: September 8, 2017
| |||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||